გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა

გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

ინციდენტი გენერლის მშობლიურ კერმანის რეგიონში მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

თეირანში მიმდინარე სამგლოვიარო პროცესიას მილიონი ადამიანი დაესწრო.

გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ერაყში მოკლეს.