რა მოხდებოდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ შეეწყალებინათ?

რა მოხდებოდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ შეეწყალებინათ?

ექსპერტი გია ხუხაშვილი შეწყალების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხუხაშვილი იმ სცენარზე გვიყვება, რომელიც მაშინ განვითარდებოდა, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეს შეიწყალებდა.

„რა მოხდებოდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ შეეწყალებინათ?

ცუდ შემთხვევაში, გამოვიდოდა ტელევიზიით და რაღაც ბრალდებებს წაუყენებდა საპატრიარქოს და მის კონკრეტულ მესვეურებს. რამდენიმე დღე ამაზე ვისაუბრებდით. ვიღაცა დაიჯერებდა, ვიღაცა არა. მაგრამ საპატრიარქოს ექნებოდა მორალური უპირატესობა, როგორც მიმტევებელს და სულგრძელს ცოდვილის მიმართ. შესაბამისად, დიდი ალბათობით, მოხდებოდა მისი მარგინალიზება და ცოტა ხანში ყველას მიავიწყდებოდა.

რა მოხდა ახლა?

ვიღაცას კიდევ უფრო გაუმყარდა უსამართლობის განცდა. ვიღაცას ეჭვის მარცვალი ჩაუსახლდა. ანუ, ამ თემაზეც შენელებული მოქმედების ნაღმზე დავსვით საზოგადოება.

ჩემის აზრით გრძელვადიან პერსპექტივაში ყველამ წააგო, იმის გარდა, ვისთვისაც სეიფში შენახული კომპრომატით მართვა ერთგვარ ნარკოტიკად იქცა და სხვაგვარად ვეღარც წარმოუდგენია“, - წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ ხუთი პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე არ იყო.