ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებში არ შეუშვეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებში არ შეუშვეს

შეერთებულმა შტატებმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა.

აშშ-მა მუჰამედ ჯავად ზარიგს ნიუ-იორკში ჩასასვლელად ვიზის გაცემაზე უარი უთხრა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები ვალდებულია, უცხოელ დიპლომატებზე, გაეროს სხდომებზე დასასწრებად, ვიზა გასცეს.

ამას 1947 წლის შეთანხმება ითვალისწინებს, თუმცა ვაშიგტონში აცხადებენ , რომ მათ გამონაკლისის დაშვება შეუძლიათ.

მომხდართა დაკავშირებით, „უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკური“ მიზეზების გამო, გაერო-ის პრესსპიკერმა კომენტარის არ გააკეთა.

შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საჭოს სხდომა 9 იანვარს უნდა გაიმართოს.