გიორგი იაკობაშვილი:  საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის კაპიტულანტური და სამარცხვინო.

გიორგი იაკობაშვილი: საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის კაპიტულანტური და სამარცხვინო.

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

საპატრიარქოს განცხადებები არის კაპიტულანტური!!! რას ქვია "რადგან ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. აღიარებს დანაშაულს და ამიტომ იგი უნდა იქნას შეწყალებული"?!

გეკითხებით, რას ნიშნავს ეს?!!! ეს ნიშნავს, რომ ვინც კი დანაშაულს აღიარებს, პრეზიდენტმა ყველა უნდა შეიწყალოს?

ანაც, რას ნიშნავს "საპატრიარქოსთვის მნიშვნელოვანი იყო დეკანოზ მამალაძის შეწყალება, რათა დასრულებულიყო სპეკულაციები"?!

სპეკულაციები ადარდებთ?

სინანულის ნიშნად სულ რომ თავზე ნაცარი წაიყაროს და ყელზე საბელი შეიბას, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული უნდა იჯდეს ციხეში!!!

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შეწყალებაა, უნდა შევიწყალოთ ყველა, ვინც კი მკვლელობის მცდელობის გამო იხდის სასჯელს. რატომ მხოლოდ მამალაძე? და თუ შევიწყალებთ მათ, რატომ არ უნდა შევიწყალოთ ქურდები, მოძალადეები, ნარკობარიგები, კორუმპირებულები და სხვები?

შერჩევითი სამართლიანობა, შერჩევითი შეწყალება და... შერჩევითი გმირობაც.

ჰო, აი... ვაჟა ექიმი ცხინვალის ციხეშია და ვმართავთ აქციებს, ხოლო მწყემსი ჯემალაც რომ იმავე ციხეშია, ამას რა ვუყოთ?! არ გავმართოთ აქცია "თავისუფლება მწყემს ჯემალას"?!

სად არის სოსო ოსორაული? თავისუფალია?!

ვიღას ახსოვს სოსო ოსორაული, ვიღას?!

ხოლო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის კაპიტულანტური და სამარცხვინო.

სოციალისტი ვეთანხმები ამ კაცს, სრულად ვეთანხმები!
5 წლის უკან
თამაზი მართალი ბრძანდებით ბატონო გიორგი
5 წლის უკან