გია ვოლსკი: ” ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, „შავ სიაში“ არიან, ცდილობენ, სხვა „შავი სიები“ შეადგინონ ”

გია ვოლსკი: ” ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, „შავ სიაში“ არიან, ცდილობენ, სხვა „შავი სიები“ შეადგინონ ”

ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, „შავ სიაში“ არიან, ცდილობენ, სხვა „შავი სიები“ შეადგინონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ე.წ. შავი სიის შედგენის შესახებ.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია სწორედ მსგავსი პერფორმანსების ცდილობს საკუთარი პოზიციის გამყარებას.

„ეს „შავი სია“ ახალი ამბავი არ არის. ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, „შავ სიაში“ არიან, ცდილობენ, სხვა „შავი სიები“ შეადგინონ და ასეთი პერფორმანსებით და ფლეშმობებით გაიმყარონ პოზიცია. არასწორი თემაა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად არის უზნეობა, ასევე თვითონ ადამიანები, ვინც „შავ სიას“ ადგენდნენ, მუდმივად ამით იყვნენ დაკავებული და შემდეგ ამ სიაში მოხვედრილები ეწამებოდნენ, ან სიცოცხლეს კარგავდნენ, ან ღირსებას. იგივე ფანდების გამეორება, ვფიქრობ, აღარ გამოუვათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სია 8 იანვარს გამოქვეყნდება. მათივე განცხადებით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.