დავით ბერძენიშვილი სალომე ზურაბიშვილს „კრეტინს“ უწოდებს

დავით ბერძენიშვილი სალომე ზურაბიშვილს „კრეტინს“ უწოდებს

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 5 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა ე.წ. „ციანიდის“ საქმეში“ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

აღნიშნულ ფაქტს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სალომე ზურაბიშვილს „კრეტინი“ უწოდა. ბერძენიშვილის „ფეისბუქ“-სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„პრეზიდენტად დანიშნული სამარცხვინო ადამიანი

ბიძინას და ილია მეორის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დაავადებული დეკანოზი მამალაძე დაეტოვებინათ საპატიმროში, ახლა გაახმოვანა მათმა ერთობლივმა ქვეშევრდომმა

სახელმწიფო და ეკლესია განუყოფელიაო, ამ უვიცმა. კონსტიტუცია წაიკითხე, შე კრეტინო!“ – წერს დავით ზურაბიშვილი.

სოციალისტი აუფფფ.... მოისვენე! დაგვასვენე!
5 წლის უკან