ანგელა მერკელი, ემაუელ მაკრონი და ბორის ჯონსონი ირანს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

ანგელა მერკელი, ემაუელ მაკრონი და ბორის ჯონსონი ირანს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქვეყნის ლიდერები ირანს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

ანგელა მერკელი, ემაუელ მაკრონი და ბორის ჯონსონი ასევე მიმართავენ თეირანს, დაუბრუნდეს ე.წ ბირთვულ შეთანხმებას.

 ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთან“ ბრძოლა გააგრძელონ.

ისინი მოუწოდებენ ერაყს, ქვეყნიდან უცხოელი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს.

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ შეშფოთებულები იყვნენ ახლო აღმოსაველთში ირანის ნეგატიური როლის გამო.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 3 იანვარს აშშ-ის იერიშის შედეგად, ბაღდადის აეროპორტში მაღალჩინოსანი ირანელი გენერალი მოკლეს.