გუგა კუზანოვის ვიდეოს, სადაც ის პიროტექნიკას არასწორად იყენებს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების რეაქციას ფეისბუქზე აფასებს გუგა კუზანოვის მეუღლე ნინო ნარიდაძე:
"ჩემი საახალწლო ვიდეო ერთგვარი ლუსტრაცია აღმოჩნდა, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას იუმორთან და ჩემს ოჯახთან სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება არის სრულიად ჯანმრთელი, კეთილი და იუმორითა და სიყვარულით აღსავსე. ეს ყველაფერი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!4-5 იუმორზე აცრილი ბოღმანარევი სიძულვილით სავსე ადამიანი კი მინდა ძააალიან ბევრი წელი უყურებდეს ყველა ჩვენთაგანის ბედნიერებას"- წერს ნინო ნადრიაძე.