საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ, სოციალურ ქსელში დეკანოზი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც მუდამ მზადაა აკრიტიკოს პატრიარქი, 2015 წელს პატრიარქი და ეკლესია უმოწყალოდ განიკითხა იმის გამო, რომ მან შეწყალების უფლება ითხოვა. დღეს იგივე განწყობის მქონე საზოგადოების ნაწილი უშუალოდ პატრიარქისაგან ითხოვს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას. ხომ იყავით წინააღმდეგნი ამ უფლების მიცემაზე და ახლა როგორ სთხოვთ?", - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.