"გიჟი თავისუფალია", - ასე პასუხობს ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურს. "ჯერ მაგაზე ადრეა ლაპარაკი. თუ დავაპირებ კენჭისყრას, რომ გავიმარჯვებ, ნამდვილად ვიცი", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა "მთავარ არხთან".
შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაურმა ქუცნაშვილის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
"ბოლო-ბოლო, ან კანდიდატურა დააყენე, ან ტრ...! მით უფრო, კვლავ შენი წელი დადგა...ამოვიდა ყელში შენი "კრისობა"!
p.s. მე კანდიდატურას ვაყენებ!" - წერს თამაზ მეჭიაური Facebook-ში.
შემდეგ კი "მთავარ არხთან" არ გამორიცხა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი "ქართულ ოცნებას" ევაჭრება და სურს წარმოაჩინოს თავი, თუ რამდენად წონადი ფიგურაა.
"ალბათ ევაჭრება, რომ თუ თიანეთში არ დააყენებენ მის კანდიდატურას, მაშინ დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს და ამით პრობლემა შეუქმნან", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ცნობისთვის, მეჭიაური და ქუცნაშვილი, ნათესაური კავშირის მიუხედავად, წლების წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.