მაიკ პომპეო:  ბრიტანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ყველამ უნდა გააცნობიეროს ჩვენ რა გავაკეთეთ - ჩვენ ადამიანები ვიხსენით ევროპაში

მაიკ პომპეო:  ბრიტანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ყველამ უნდა გააცნობიეროს ჩვენ რა გავაკეთეთ - ჩვენ ადამიანები ვიხსენით ევროპაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ევროპულ ქვეყნებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აშშ-მა გენერალ ყასიმ სულეიმანის ლიკვიდაციით, ევროპელების სიცოცხლეებიც იხსნა.

„ბრიტანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ყველამ უნდა გააცნობიეროს ჩვენ რა გავაკეთეთ, ამერიკელებმა რა გააკეთეს, მათ ადამიანები იხსნეს ევროპაშიც...ეს მთელი მსოფლიოსთვის დადებითი მოვლენა იყო“, - განაცხადა პომპეომ „ფოქს ნიუსის“ ეთერში.

მისივე თქმით, სულეიმანი და მისი სამხედრო მოკავშირეები თავდასხმებს გეგმავდნენ.

„ჩვენ დეტალების შესახებ ბევრს ვერ ვისაუბრებთ, თუმცა საკმარისია იმის თქმა, რომ ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს,რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ სულეიმანის განადგურების შესახებ გადაარჩინა ამერიკელების სიცოცხლე“,-განაცხადა პომპეომ.

„მე, ორი დღე რეგიონში ჩვენს პარტიონებთან საუბარში გავატარე. მათ ვუზიარებდი ინფორმაციას ჩვენი ქმედებების შესახებ, რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ. მათი დახმარება გვსურდა. მათ არაჩვეულებრივად გაიგეს, ხოლო როცა სხვა რეგინებში დავიწყეთ საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ყველაფერი არც ისე კარგად იყო. სიმართლე გითხრათ, ევროპელები არ აღმოჩნდნენ დახმარებისთვის მზად ისე, როგორც მინდოდა ყოფილყვნენ“,-განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ დაგეგმილ დარტყმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ყასიმ სულეიმანი, რომელიც ირანის ერთ-ერთი უმაღლესი მაღალჩინოსანია. სწორედ სულეიმანს უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში ირანული გავლენების გაზრდა. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა მსოფლიოს „ნომერ პირველი“ ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა. ამასთან, ირანი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები შურისძიებით იმუქრებიან. გაზრდილი დაძაბულობების ფონზე, კი პენტაგონმა რეგიონში დამატებითი ჯარები გააგზავნა.

trampi მაიკ პომპეო: ბრიტანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ყველამ უნდა გააცნობიეროს ჩვენ რა გავაკეთეთ - ჩვენ ადამიანები ვიხსენით

აააყროლეს დაააყროლეს მსოფლიოში ყველაფერი და ........................ ხალხი ვიხსენითო
მაშ მტყუნის??
ამათ ირანის აყირავება სახუმარო საქმე ჰგონიათ...ეხლა სდიონ მსოფლიოში ტერორისტებს თუ ბიჭები არიან ...თითქმის ნებისმიერი ირანელი მამაკაცი პოტენციური შახიდია
ეხლა კი ყველა ერთად აწრიალდა, უცებ ყველა მშვიდობის მტრედი გახდა......ვაი ვაი ეს რა მოხდა, მსოფლიო კიდევ ერთ ომს ვეღარ გაუძლებსო
მერე ?? ყველა ერთად რომ ამერიკის დაკრულზე ცეკვავდა, იმათ უთხრან მაგათ ეგენი, იმათ...ირანს ეხლა რა ჭკვა მოეკითხება?/
ნაციონალების ექსპერტი როა ჩიტაძე,--- პროამერიკული განცხადება არ გაააკეთოთ, თორემ ირანი ჩვენც ხურდაში მიგვაყოლებსო.... მანდრაჟისაგან ეხლაღა მოეგო გონს, ეხლაღა მიხვდა რომ ყველაფერში ამერიკულად ცევა არ შეიძლება
იქით მეორე იძახის კიდევ---- თუ ირანთან ომი დაიწყო იმათი ლტოლვილების ნაკადი ჩვენც მოგვაწყდება, ჰუმანიტარული დაკატასტროფა იქნებაო
ისე კი უკვე მსოფლიოში ყველაფერი ძაან ძაან თეთრი ძაფით არის ნაკერი..... ამერიკელებს დაჟე უკვე ძაფის ფერის შერჩევასაც კი ფეხებზე ჰკიდიათ....მხოლოდ იმას იძახის მე ვარ და ჩემი ნაბადიო .---ჯერ არაბეთი აააყირავეს და ლტოლვილები ევროპას შეუსიეს...... ეხლა ირანს მიადგნენ და თან ხალხს აბოლებენ თქვენი გულისთვის ვბომბავთ ყველასო
ვინ ჭამს მაგას?/
.. მაგრამ ასე მგონია რომ ირანი მაგათ ყელში გაეჩხირებათ. ვნახოთ რა იქნება, დიდი მოცდა არ დაგვჭირდება
5 წლის უკან