ანტონიუ გუტერეში:  სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ომს მსოფლიო ვეღარ გაუმკლავდება

ანტონიუ გუტერეში:  სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ომს მსოფლიო ვეღარ გაუმკლავდება

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, მსოფლიო სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ომს ვეღარ გაუმკლავდება. მისი თქმით, ლიდერებმა თავი უნდა შეიკავონ სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციისგან. ამის შესახებ ანტონიუ გუტერეშის წარმომადგენელმა ქასიმ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გაეროს გერენალური მდივანი არსებული სიტუაციით შეშფოთებულია.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ აშშ-მა ბაღდადის აეროპორტში ოპერაცია განახორციელა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი, ქასიმ სულეიმანი დაიღუპა.