გია აბაშიძე: აიათოლას მიერ სასტიკი შურისძიების მუქარის დაანონსება და შემდგომი აქტივობები, ცხადია, ჩვენ ქვეყანაზეც აისახება

გია აბაშიძე: აიათოლას მიერ სასტიკი შურისძიების მუქარის დაანონსება და შემდგომი აქტივობები, ცხადია, ჩვენ ქვეყანაზეც აისახება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

საკმაოდ აიჭრა გლობალური უსაფრთხოების საკითხი. აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის განადგურება, აიათოლას მიერ სასტიკი შურისძიების მუქარის დაანონსება და შემდგომი აქტივობები, ცხადია, ჩვენ ქვეყანაზეც აისახება. რუსული მედია კი გენერალ ყასემ სულეიმანის პუტინის მეგობრად მოიხსენიებს. ამასთან, ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან დეესკალაციის საჯარო მოწოდებები გაისმის...

მხნეობა და გამძლეობა ჩვენ საქართველოს, მის ხელისუფლებას! საკმაოდ მგრძნობიარე ზღვარზე დაუზიანებლად უნდა ვიაროთ...