დონალდ ტრამპი: ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებები

დონალდ ტრამპი: ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებები

„ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებები“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობას.

აშშ-ის პრეზიდენტი ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

აღნიშნულ პოსტამდე, ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა აშშ-ის დროშის სურათი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს.

გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ დანაყოფს, „ქუდის ძალებს“ და ირანის რეგიონულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

სოციალისტი როგორ ვერ ისვენებს, როგორ ანცობს ჩვენ სტრატეგიული მოკავშირე?!
5 წლის უკან