ერაყმა პირველ ადგილზე ეროვნული ინტერესები უნდა დააყენოს და შეიარაღებული კონფლიქტის ტრაგედიები თავიდან აირიდოს, – ამის შესახებ ერაყის პრეზიდენტმა განაცხადა.
ბარჰამ სალიჰმა ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე აშშ-ის ავიაიერიში დაგმო და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„ერაყმა პირველ ადგილზე ეროვნული ინტერესები უნდა დააყენოს და შეიარაღებული კონფლიქტის ტრაგედიები თავიდან უნდა აირიდოს, რომელშიც ქვეყანა ოთხი ათწლეულის განმავლობაში იყო ჩაფლული“, – ნათქვამია ერაყის პრეზიდენტის განცხადებაში.
რაც შეეხება ერაყის პრემიერ-მინისტრს: ადელ აბდულ მაჰდიმ აშშ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.
ერაყის მთავრობის ხელმძღვანელმა ირანელი გენერლის მკვლელობას ერაყის წინააღმდეგ აგრესია უწოდა.
„ეს არის საშიში ესკალაცია, რომელიც ერაყში, რეგიონში და მთელ მსოფლიოში გამანადგურებელი ომის ამფეთქს აამოქმედებს“, – განაცხადა ადელ აბდულ მაჰდიმ.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა, გენერალ ყასემ სოლეიმანის, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებზე გამარჯვების უდიდესი სიმბოლო უწოდა.