ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვასილ პაპავა სოციალური ქსელით ერაყში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ „ფეისბუქზე“ წერს, რომ ირანის დაზვერვამ პრო-ირანულ შიიტურ დაჯგუფებებს ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა:
„ირანის დაზვერვის მუქარის პასუხმაც არ დააყოვნა და ათობით პრო-ირანულ შიიტურ დაჯგუფებებს ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა: “ემზადეთ ჯიჰადისთვის… ის უკვე კარზეა მომდგარი”, – წერს პაპავა.
ამასთან, ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ირანის დაზვერვამ ამერიკის საელჩოს ურჩია „მოახდინონ პერსონალის სრული ევაკუაცია ბაღდადიდან, რადგან გენერალ ყასემ სულეიმანის სიკვდილი უპასუხოდ არ ჩაივლის“.