ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:
ახლა რასაც ვწერ, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ამავე დროს სრულიად შეგნებულად და გააზრებულად, ამ მავნებლების საქციელზე. ნაცები ხელისუფლებაში ყოფნის დროს რომ ყველაფერს აფუჭებდნენ და ადამიანებზე "დადიოდნენ”, ამით თავს არ შეგაწყენთ. ოპოზიციაში რომ მავნებლობენ, ამის არაეთი დამადასტურებელი ფაქტი დევს ხელის გულზე. ახლა კონკრეტულად - წუხელ პროვოკაცია რომ მოაწყვეს, პოლიცას აგინეს და ჩვეულად ითარეშეს, გაგარინ-დიღმელაშვილის კასტის ერთ-ერთ თავზეხელაღებულს სულ დანით დაუჩეხია ბავშვებისთვის დადგმული ბატუტი და დღეს, ლოგიკურად რომ დაიფუშა, სიხარულის ყიჟინა ჰქონდათ ატეხილი სოციალურ ქსელში. ასეა, ჯერ აფუჭებენ და მერე ზეიმობენ, ჰოდა ნუ გაგიკვირდებათ, იმ თავზეხელაღებულ ნაცს რომ პოლიცია მიადგეს მალე, სხვისი ნივთის დაზიანების გამო...