რუსთაველის გამზირზე საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟეს, მათ შორის არის ზვიგენები და ვეშაპი, რომელიც ნოდარ მელაძემ იაფფასიანი დემაგოგიისთვის გამოიყენა და სიმბოლურად დააკავშირა ბიძინა ივანიშვილს. პირდაპირ ეთერში მან თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე დადგეს ზვიგენები და ლურჯი ვეშაპი. მელაძე ცდილობდა მისი მოსაზრება სხვასაც გაემყარებინა და თანამოაზრის სახით ნატა ფერაძეს დაეკითხა, რომელმაც თავის მხრივ დაუდასტურა ეჭვები, რომ ცხოველების გამოსახულებიანი ატრაქციონი პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან. მელაძეს მოგვიანებით კიდევ ერთი სანაქებო თანამოაზრე, ლევან ხაბეიშვილმაც დაუკრა კვერი.