კულისებს უკან გუნდრუკს რომ გიკმევენ, ხან ილია ჭავჭავაძეს გადარებენ, ხან დავით აღმაშენებელს, ასეთი ტოტალური მორჩილების გარემო მოქმედებს ადამიანზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტ-ქალაქში" განაცხადა კითხვაზე, თუ რამდენად კარგად იცნობდა უმრავლესობას და მის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სულ სხვა იყო, როდესაც ისინი ერთად იყვნენ ბრძოლაში.
„ბიძინა ივანიშვილს როგორც არ ვიცნობ, მაგრამ სავარაუდოდ, ისიც შეიცვალა. სხვა იყო, როცა ჩვენ ვიყავით ერთად ბრძოლაში, როცა თანამოაზრეები, თანამებრძოლები ვიყავით. იმის მერე, ამდენი წელიწადი, კულისებს უკან გუნდრუკს რომ გიკმევენ, ხან ილია ჭავჭავაძეს გადარებენ, ხან დავით აღმაშენებელს და ეს ხომ მოქმედებს ადამიანზე, ასეთი ტოტალური მორჩილების გარემო. ასე რომ, ფაქტობრივად მასაც აღარ ვიცნობ", - განაცხადა მარგველაშვილმა.