Wikipedia-მ 2019 წელს ვებგვერდის 10 ყველაზე პოპულარული გვერდი დაასახელა. ამის შესახებ Just Jared-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ათეული მხოლოდ ინგლისურ ენაზე დაწერილ სტატიებს შეიცავს. პირველ ადგილზეა სტატია ფილმზე „შურისმაძიებლები: დასასრული", რომელსაც 43,987,013 ნახვა აქვს. მას მოსდევს სტატია 2019 წელს გარდაცვლილი ცნობილ ადამიანებზე, რომელზეც თითქმის 38 მილიონჯერ შევიდნენ. მესამე ადგილზე კი სერიული მკვლელის ტედ ბანდის გვერდია, რომელსაც 29 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
სიაში ასევე მოხვდნენ: მსახიობი კიანუ რივზი, მომღერალი ბილი აილიში, Marvel-ის ფილმები, მსახიობი ხოაკინ ფენიქსი, ფილმი „ავატარი", სერიალი „ჩერნობილი" და მუსიკოსი ფრედი მერკური.