„ასეთი მოდელით არჩევნებზე მისვლა, რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ჯერ შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება, რადგან არ ვიცით, როგორი სისტემით გაიმართება არჩევნები“, - ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე „ევროპული საქართველოს“ წინადადებას ახალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
„ევროპულმა საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილის მაჟორიტარების დასამარცხებლად გაერთიანებულ ოპოზიციას ე.წ. ტექნიკური სიის შექმნა შესთავაზა, რაც ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ლიდერის წარდგენას გულისხმობს, რომელსაც ყველა პარტია მხარს დაუჭერს.
„პარტიის სახელით ვერაფერს გეტყვით, დაუჭერს თუ არა მხარს „შენების მოძრაობა“ შეთავაზებულ წინადადებას, რადგან ამას უნდა პარტიული შეთანხმება, მაგრამ ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ.
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი სისტემით გაიმართება არჩევნები. დღეს ეს საკითხი გადაწყვტილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვალა, ასეთი მოდელით არჩევნებზე გასვლა სავსებით შესაძლებელია, რადგან, სამწუხაროდ, თუ ვითარება არ შეიცვლება, ისევ დადგება ერთპარტიული სისტემის საკითხი. ასეთი დაპირისპირების შემთხვევაში კი არის მაღალი ალბათობა, რომ ერთპარტიული სისტემა უცვლელი არ დარჩეს.
„თუმცა ვიდრე არ გადაწყდება როგორი სისტემით გაიმართება არჩევნები, ნაადრევია საუბარი, რომელ მოდელზე შეთანხმდება ოპოზიცია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.
ესეც მაგარი პლისეცკაიაა, ასეც კაია,ისეც კაია, თანამედროვე ყვარყვარეა!