მიხეილ რამიშვილი: ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ დეკანოზს არ შეიწყალებს

მიხეილ რამიშვილი: ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ დეკანოზს არ შეიწყალებს

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ წინასაახალწლოდ პატიმრების შეწყალება არ მოხდება, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მამალაძის შეწყალების პოლიტიკური ნება არ არსებობს.

"პასუხისმგებლობის მოხსნაა საპატრიარქოს მხრიდან, ვითომ რეკომენდაცია გადასცეს პრეზიდენტს. ისინი არც კი დაინტერესებულან, რა შედეგი გამოიღო ამ რეკომენდაციამ. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება მანიშნებელია, რომ პრეზიდენტი არ შეიწყალებს მამალაძეს, რადგან სხვა სამართლებრივი ახსნა ამას არ აქვს, ფაქტია, პოლიტიკური ნება არ არსებობს," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი წინასაახალწლოდ პატიმრებს არ შეიწყალებს. შესაბამისად, საკანში შეხვდება ახალ წელს მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც.

 

Maverick საქართველო 2-ჯერ დღესასწაულობს ახალ წელს, ახალი და ძველი სტილით.
დაკონკრეტებული შეკითხვა დაუსვით პრეზიდენტს წელს თუ გაისად აპირებს შეწყალებას, ან თუ აპირებს საერთოდ...
5 წლის უკან