მადლობა ოსეთის არაღიარებულ ხელისუფლებას და ჩვენმა პრეზიდენტმა რატომ არავინ შეიწყალა საახალწლოდ? – „ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ

მადლობა ოსეთის არაღიარებულ ხელისუფლებას და ჩვენმა პრეზიდენტმა რატომ არავინ შეიწყალა საახალწლოდ? – „ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ და საშობაოდ პატიმრების შეწყალებაზე უარი თქვა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რევაზ არველაძისთვის მიუღებელია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საახალწლოდ და საშობაოდ პატიმრების შეწყალება უნდა მომხდარიყო.

პრეზიდენტის მრჩეველმა ირინა შენგელიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ არავის შეწყალება არ იგეგმა. გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით კი, მისი თქმით, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

„ავიღოთ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი, ყველაზე მეტად სწორედ საახალწლოდ და საშობაოდ ელოდებიან, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს და საკუთარ ოჯახებში შეხვდებიან ყველაზე დიდ დღესასწაულს. შეიძლება ვერ მოასწრო, რადგან თქვა, რომ წესები უნდა დამუშავდეს, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ ვისაც განცხადება აქვს დაწერილი შეწყალებაზე, მათგან ამორჩეულიყო. ჯობდა შეწყალება ყოფილიყო საახალწლოდ.

„მადლობა ოსეთის არაღიარებულ ხელისუფლებას უნდა ვუთხრათ ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალებებისთვის და ჩვენ პრეზიდენტს არაფერი ვუთხრათ, რომ არავინ შეიწყალა საახალწლოდ? - არ მიმაჩნია ეს გამართლებულად. თვითონ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. ვერც გავაკრიტიკებს, ვერც დადებითს ვიტყვი რამეს, მაგრამ შობა-ახალი წლისთვის მე პირადად შევიწყალებდი," - განაცხადა რევაზ არველაძემ.

სოციალისტი ვინც ოცნებიდან ან ოპოზიციიდან ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს ყველას მოვუხსენიე მისი დარჩენილი კეთილები სათანადო ბრუნვაში და ასპექტში!!!
5 წლის უკან