ვინ იქნება წარმატებული პოლიტიკოსი და ვის არ გაუმართლებს 2020 წელს - ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზები თითქმის ყოველთვის 100%-ით სრულდება.
გასულ წელს ასტროლოგმა „2020NEWS“-თან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მდედრი თევზი, ანუ სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა. მან ჩვენს სააგენტოსთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობას დატოვებდა.
ჩვენ ბუნებრივია, დავინტერესდით, რას უნდა ელოდონ ქართველი პოლიტიკოსები ვარსკვლავებისგან 2020 წელს.
რა ელოდებათ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს?
როგორც მიხეილ ცაგარელი ამბობს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ვირთხის წელიწადშია დაბადებული, რომელიც წარმატების შანსებს აძლევს, მაგრამ ვერძია და მათთვის ძალიან ცუდი წელიწადია. ამიტომ მას მხოლოდ სამიანი შეიძლება დავუწეროთ. ის წელს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში. თუ ცოტა ზედმეტი ილაპარაკა, შეიძლება სასამართლო პროცესებიც მოუწყონ. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ვირთხის წელიწადში დაბადებული კირჩხიბია, ამიტომ სამიანს ვერ გასცდება მისი წარმატება.
გიგი უგულავა კატის წელშია დაბადებული და კატა და ვირთხა რა ურთიერთობებში არიან, კარგად იცით. უგულავა ლომის ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული, რომლისთვისაც საშუალო წელია. ამიტომ უგულავას წარმატება სამიანს არ გასცდება და შეიძლება სამიანი მინუსითაც კი დავუწეროთ.
ელენე ხოშტარია ცხენის წელიწადში დაბადებული მორიელია. მორიელებისთვის კარგი წელია, თუმცა ხოშტარიას წარმატების შანსები სამნახევარი ქულით შეიძლება შეფასდეს, მეტით არა“,- პროგნოზირება ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.