საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი იმყოფება. დღეს, კარდინალ პიეტრო პაროლინმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გმირთა მოედანზე ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე იმყოფებოდა.