უკრაინის ხელისუფლება და პრორუსი სეპარატისტები ტყვეებს ცვლიან

უკრაინის ხელისუფლება და პრორუსი სეპარატისტები ტყვეებს ცვლიან

ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებსა და უკრაინულ მხარეს შორის ტყვეთა გაცვლის პროცედურა დაიწყო, რომელიც გორლოვკასთან მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ტყვეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. წინასწარი მონაცემებით, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს, უკრაინული მხარე დონეცის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს 87 მებრძოლს გადასცემს, დონეცკის მხარე კი უკრაინას 53 სამხედროს დაუბრუნებს.

ტერიტორია, სადაც ტყვეთა გაცვლა უნდა განხორციელდეს, ჟურნალისტებისთვის დახურულია.

არსებული ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ, ეს ტყვეთა გაცვლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.