მეტროს ლიანდაგებზე მამაკაცი ჩავარდა

მეტროს ლიანდაგებზე მამაკაცი ჩავარდა

მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე" მგზავრი მატარებლის ლიანდაგებზე ჩავარდა. მგზავრი გადარჩა და ახლა ის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

„სადგურის მოედანზე მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ამის შემდეგ სადგურზე ძაბვა მოიხსნა, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მატარებლები ზონალურად მოძრაობდნენ. მგზავრი ცოცხალია, სასწრაფო დახმარებიც ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ ეტაპზე მეტრო კვლავ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს", - აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.