“შეიძლება ბევრმა ჩამქოლოს, მაგრამ მე მინდა მადლობა ვუთხრა ოსებს, რომ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, არ ვარკვევ ვისი ძალისხმევით, მაგრამ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ როდესაც თავისუფლად შეეძლოთ რომ არ მიეღოთ.”– წერს ფეისბუქში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ კიდევ გრძელი და მტკივნეული გზა გვაქვს გასავლელი შესარიგებლად, მაგრამ მოდით ნუ დავუკარგავთ მათ ამ კეთილ ნებას.”– წერს ანჯაფარიძე.