თაკო ჩარკვიანის პოსტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით:
“მოკლედ რა, ახლა დამირეკეს “იმ ქვეყნიდან – საიქიოდან”მოკლედ საქმე ასეა: შევიკრიბეთ აქ მაგარი ხალხი და ექიმი და მაგარი კაცი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენ გამოვაშვებინეთ, შევაშინეთ პუტინის მხარე, გამოვუშვით ექიმი,თორემ ჩვენ, თქვენ წაგიყვანთო,ჰოდა ინაშვილმა და ბურჯანაძემ მოკეტონ, შეეშვან ამ ქვეყანას, თორემ პუტინის მაგივრად მაგათ წავიყვანთო. დაწყნარდნენ და დიდხანს იცოცხლონ საქართველოს დამოუკიდებლობისთვისო, ( არ დამიწყოთ ახლა საიქიოდან შენ , რატომ დაგირეკესო, რა ვიცი ჯანსუღმა ჩააწყო ალბათ) და თან საიქიოდან არ მირჩევნია მაგარი – კაი ხალხის ზარი??კოსაჩოვის და გავრილოვის ზარს , ( ცოცხალი მკვდრების ზარს) ხომ ნაღდად სჯობია?! თან “ჩემები “ვინც “იქით “ იმ ქვეყნად არიან , ყველანი მაგარი და ვაჟკაცი ხალხიაჰოდა მაგას რა ჯობია “ თქვე კაი ხალხო”ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ , ოღონდ საქართველოს საკეთილდღეოდ!”- წერს თაკო ჩარკვიანი.