29 დეკემბერს 14:30 საათზე, წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (III კორპუსი, საგამოფენო დარბაზი) საბავშვო გამომცემლობა „ზებრა“ გიწვევთ ახალი წიგნების პრეზენტაციაზე.
საგანგებოდ წიგნის საახალწლო ფესტივალისთვის "ზებრამ" ნორჩ მკითხველებს განსაკუთრებული საჩუქრი მოუმზადა - გამოსცა წიგნები აუგმენტურ რეალობაში. ბავშვებისათვის ნაცნობი თუ უცნობი ცხოველები ენციკლოპედიიდან მათ რეალურ სამყაროში გადმოინაცვლებენ, ასევე „გაცოცხლდებიან“ გასაფერადებელი წიგნების პერსონაჟები და პატარების გაფერადებული თუ დახატული გმირები. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ წიგნები „ხმოვანია“ და ერთ-ერთი მათგანი 66 საინტერესო ამბავს გვიამბობს.
პრეზენტაციაზე წამოდგენილი იქნება ენციკლოპედია: „აი, ეს მესმის! ცხოველები“ და გასაფერადებელი წიგნები „ყოველდღე გასაფერადებელი“ და „დახატე და გააცოცხლე“.
პრეზენტაციას გაუძღვებიან გამომცემლობა „ზებრას“ ხელმძღვანელი მაკა კასრაძე და სამეცნიერო რედაქტორი ედიშერ ცხადაია.
წიგნის საახალწლო ფესტივალი 29 დეკემბერს დასრლდება.