„ამაში გადამწყვეტი რა თქმა უნდა ხელისუფლება იყო, ყველანაირად, ყველა ღონეს ხმარობდა, მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებს თუ მაინცდამაინც დაამშვიდებთ, ვიტყვი, რომ უფლის წყალობით გათავისუფლდა და ამაზე დასვან წერტილი", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას.
ინაშვილის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი რომ შაბათს გათავისუფლდებოდა, მხოლოდ მან იცოდა და არა ხელისუფლებამ და რომ ეს შედეგი მისი და მისი გუნდის დამსახურებაა.
ქანთარია მიიჩნევს. რომ გარკვეული პოლიტიკური ძალებისგან იმის თქმა, რომ ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება მათი დამსახურება, შეჯიბრია.
„ასეთი შეჯიბრი უკვე ღიმილის მომგვრელია. შეჯიბრი უკვე ატყდა - ბურჯანაძე ცალკე, ინაშვილი ცალკე. ალბათ კიდევ სხვებიც გამოჩნდებიან. ამ ამბის დასაკუთრება, რომ კაცი გამოუშვეს... ამას საზოგადოება განსჯის ძალიან კარგად, თუ ვისი დამსახურებაა.
„ამაში გადამწყვეტი რა თქმა უნდა ხელისფლება იყო. ყველანაირად, ყველა ღონეს ხმარობდა, მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებს თუ მაინცდამაინც დაამშვიდებთ, ვიტყვი, რომ უფლის წყალობით გათავისუფლდა და ამაზე დასვან წერტილი იმიტომ, რომ მემგონი ამის გაგრძელება მართლაც ძალიან არასერიოზულია.
„ბუნებრივია, ყველამ რაღაცა წვლილი შეიტანა, მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს გადამწყვეტი ხელისუფლების დაუღალავი შრომის შედეგია ხოლმე," - ამბობს ქანთარია.
მისივე თქმით, ექიმი გათავისუფლება ხელისუფლებამ კარგად დამატებითი გართულებების გრეშე მოახრხა.
„შესაძალოა მათაც (პოლიტიკურმა ძალებმაც) რამე თქვეს, იქ რომ ჩავიდნენ, მაგრამ ბუნებრივია, რომ აქ ხელისუფლებაა მნიშვნელოვანი და ძირითადად ეს ხელისუფლებამ მოახერხა და ძალიან კარგად მოახერხა ყოველგვარი დამატებითი გართულებების გარეშე. ეს ფაქტია და დანარჩენი კი თავისუფალია ყველა და რამდენიც უნდათ და როგორც უნდათ, ისე თქვან. მთავარია, რომ ეს კაცი ოჯახს დაუბრუნდა,
„მე ვერ ვიტყვი რას იბრალებენ და რას არა. მათაც ალბათ უთხრეს. ბურჯანაძემ კოსაჩოვს გადაუხადა მადლობა - დარწმუნებული ვარ, რომ ამას ეტყოდა, მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ხელისუფლების გარეშე ეს საქმე რა თქმა უნდა არ გამოვიდოდა", - განაცხდა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ შაბათს ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ქიმი ვაჟა გაფრინდშვილი გაათავისუფლეს, რომელსაც მანამდე ე.წ. სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.