მოთოვს თუ არა თბილისში ახალ წელს ?

მოთოვს თუ არა თბილისში ახალ წელს ?

ახალი წლის ღამეს საქართველოს დედაქალაქში აცივდება, თუმცა სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ თბილისში რაიმე ნალექი მოსალოდნელი არ არის.

"არსებული პროგნოზებით, საახალწლოდ თბილისში თოვლი არ იქნება. რაც შეეხება ტემპერატურას, პირველი იანვრიდან ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს, ამიტომ საკმაოდ აცივდება", - განაცხადა გარემოს სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა ქოქოსაძემ.

დასავლეთ საქართველოში 31 დეკემბერს საღამოს გაწვიმდება. რაც შეეხება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს - შიდა ქართლს, გორს, მუხრანს, აგარას, - იქ 1 იანვარს წვიმებია მოსალოდნელი.

ამგვარად, საახალწლოდ თოვლი მხოლოდ საქართველოს მაღალმთიანეთის მოსახლეობას გაახარებს.