ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
ჩემს კოლეგებს მინდა ვკითხო - რატომ გვჩრით ცხვირში ამ დავით ბაქრაძეს, რომელიც ე.წ. საზღვართან სუფრაზე მისული ჩანგალისტივით გაიჩითა?
რატომ გვჩრით ამ კესარიებს, ვიღაც "აქტივისტებს", ხუხაშვილებს და იმ უაზრო, მდაბიო ტიპებს, რომელთა "აზრები" არამც თუ საქართველოს მოსახლეობას, მათი ოჯახის წევრებსაც არ აინტერესებთ?
ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ბაქრაძე ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია, კესარიას "წარმატებები" მისაბაძი მაგალითი და "აქტივისტების" მარაზმი, სამოქალაქო ბრძოლა?
დამერწმუნეთ ხალხი უზუსტეს შეფასებებს აკეთებს და არა იმ ტიპებზე, არამედ თქვენზე იფიქრებს - ასეთ ხალხს რა უნდა ჟურნალისტიკაშიო.
დარწმუნებული ვარ, რომ მართლა გინდათ კარგი მასალა გააკეთოთ, საინტერესო ადამიანების მოსაზრებები გვამცნოთ, მაგრამ ალბათ (ასე მინდა ვიფიქრო), რომ ვიღაც "ბუა" და გუდიანი ტიპები, ამის გაკეთების საშუალებას არ გაძლევენ.
ნუ შეგეშინდებათ, იცოდეთ, რომ ხალხს უყვარხართ
იმ "მთავარზე" უკვე თქვეს - ვაჟა გაფრინდაშვილი მფრინავმა მიHამ გაათავისუფლაო, თუ ჯერ მასალას ამზადებენ?