გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათუნა ბარათაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
"გადაცემა "360 გრადუსში", "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ გააკეთა განცხადება, რომლითაც ცილი დაგვწამა და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა, თითქოს ჩვენ, ვინც გიორგი გახარიას მხარდასაჭერი ვიდეო მიმართვები ჩავწერეთ, ვართ მატყუარები, მერიის თანამშრომლები და ემიგრანტობა თვალის ასახვევად მოვიგონეთ!
მივმართავთ ამ უმსგავსო, უსახო და უსინდისო ადამიანს, ოთარ კახიძეს, მოკლე დროში მოხდეს ჩვენთვის ბოდიშის მოხდა, ისევ იმ სიცრცეში, სადაც მან ცილი დაგვწამა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები გავხდებით მათივე მეთოდებით ვაგებინოთ პასუხი და სიმშვიდე დავუკარგოთ მას როგორც სამსახურში, ასევე სახლში ჩვენი ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარებით რომლებიც იმყოფებიან საქართველოში!
ქალბატონი ემას გადაცემაში მოხდეს ჩვენი, ემიგრანტების ზუსტი იდენთიფიცირება, მოხდეს სატელეფონო ჩართვა ჩვენი და სტუდიაშივე ოთარ კახიძემ მოიხადოს ბოდიში! ვიმედოვნებთ რომ ქალბატონი ემა და მთლიანად ტვ პალიტრა, არ დაუშვებს მათი ეთერიდან იქნეს გაჟღერებული ტყუილი, და არ შეუწყობენ ხელს ჩვენს დისკრიმინაციას!” – წერს სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათუნა ბარათაშვილი.