“რომელი რუსი დეპუტატები, რა ნაცები, რა ბურჯანაძე, რა ინაშვილი, ვაჟა გაფრინდაშვილი მოჭიდავებმა გაათავისუფლეს“

“რომელი რუსი დეპუტატები, რა ნაცები, რა ბურჯანაძე, რა ინაშვილი, ვაჟა გაფრინდაშვილი მოჭიდავებმა გაათავისუფლეს“

რუსეთში მცხოვრები გივი მდივნიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტებმა ქართველი მოჭიდავეების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

„ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს ქართველმა მოჭიდავეებმა, ზუსტად ამ ბიჭების დამსახურებაა, რომ იგი დღეს თავის ოჯახის გვერდითაა. მე გუშინ მომივიდა ინფორმაცია ოსი მოჭიდავეებისგან რომ, ვაჟა გაფრინდაშვილს ათავისუფლებდნენ და უბრალოდ საქმე რომ არ გაფუჭებულიყო, გაჩუმებული ვიყავი. არც დღეს მინდოდა პოსტის დაწერა, მაგრამ ზოგიერთმა უნამუსო არსებამ მაიძულა. რომელი საერთაშორისო პარტნიორები, რომელი რუსი დეპუტატები, რა ნაცები, რა ბურჯანაძე, რა ინაშვილი, თქვენ ხომ არ გააფრინეთ?! ვაჟა გაფრინდაშვილს ოსურ ხაბიძგინებს, ოსურ ფიჩინებს არ აკლებდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია.  ჩვენ გვყავს გმირი მოჭიდავეები, რომლებიც ქართველი ერის გვერდით არიან ყოველთვი! გადახედეთ ფოტოს, ჭიდაობის ფედერაციის სპორტული რეიტუზები რო აცვია, ეგ საიდან, ხომ არ მეტყვით ცხინვალის ციხეში?

პს: ასე რომ…ზოგიერთები მართლა ვარდისფერი სპილოები ხართ !“,- წერს გივი მდივნიშვილი.

შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.

 

 

სოციალისტი ა ბიჯო ხალხი!!!! გაუმარჯოსამ ვაჟკაცებს! ! !
5 წლის უკან
Maverick ყოჩაღ ვაჟკაცებო!
უფალი გფარავდეთ.
5 წლის უკან