მამუკა არეშიძე: უკანონოდ დაკავებულ ექიმზე სეპარატისტულმა რეჟიმმა “ხელი ჩაიქნია“ და გაათავისუფლა

მამუკა არეშიძე: უკანონოდ დაკავებულ ექიმზე სეპარატისტულმა რეჟიმმა “ხელი ჩაიქნია“ და გაათავისუფლა

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა სეპარატისტულ რეჯიმს, ამიტომაც იგი „ვითომ ჰუმანური“ აქტის საფუძველზე გაათავისუფლეს.

არეშიძის თქმით, გაფრინდაშვილის უცვლელი პოზიცია, საერთაშორისო ზეწოლები, პროსტესტი გახდა მიზეზი, იმისა, რომ უკანონოდ დაკავებულ ექიმზე სეპარატისტულმა რეჟიმმა „ხელი ჩაიქნია“ და გაათავისუფლა.

„ვაჟა გაფრინდაშვილის ცხივნალის ციხეში ყოფნა ადგილობრივ ე.წ. ხელისუფლებას, ისევე როგორც  მათ პატრონებს მოსკოვში, სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების დასაგმობად მთელი მსოფლიო საზოგადოება შეიკრა, მისი გათავისუფლების მოთხოვნები სხვადასხვა გავლენიანი და მაღალი ტრიბუნებიდან ისმოდა. სეპარატისტული რეგიონის წინააღმდეგ დაიწო აქციები, გარკვეული ღონისძიებები, მთელი ევროპის მასშტაბით. მოგეხსენებათ, რომ სეპარატისტულ რეჟიმს რუსეთის ხელშემწეობით აქვს, ევროპაში ურთიერთობის გარკვეული არხები და ამ პროცესებით სწორედ არხების დახურვა დაიწყო. გარდა ამისა, თუ თავს სახელმწიფოდ თვლი და სეპარატისტები თავს სახელმწიფოდ თვლიან, ანგარიში უნდა გაუწიო ევროპის პოზიციას. თუმცა, ამას ვერ ახერხებდნენ, რადგან გაფრინდაშვილი თავის გადაწყვეტილებას ფეხს არ უცვლიდა. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ჯერ თხოვდნენ, რომ დაეწერა მისი მხრიდან ე.წ. საზღვარის დარღვვევა, რაც მან არ დაწერა. ბოლოს,  ითხოვდნენ, რომ დაეწერა, თითქოს გაფრინდაშვილმა შეცდომა დაუშვა და ე.წ. პრეზიდენტისთვის შეწყალება ეთხოვა, რაც არ გააკეთა. მე არ ვიცი, გუშინ რა მოხდა, თუმცა როგორც ჩანს სეპარატისტულმა რეჟიმის წარმომადგენლებმა, ხელის ჩაიქნიეს და საახალწლოდ ვითომ ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.