ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ფეისბუქის მიერ გაუქმებულ იმ გვერდებს, რომელიც მიჩნეული იყო, როგორც მთავრობასთან ასოცირებული და ანტიამერიკული ინფორმაციებისა და დეზიფორმაციების გამავრცელებელი.
“და თქვენ გგონიათ, რომ ცუკერბერგი იჯდა და ათვალიერებდა ამ გვერდებს, მერე ნაციონალებზე დარდით დააჭირა ღილაკს ხელი და გააუქმა ეს გვერდები? არა ბატონებო.ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საქართველოში განხორციელდა, დასხდნენ ენჯეოშნიცა ქალები და ქალაბიჭები და კოლექტიურად, შეთანხმებულად გაასაჩივრეს ეს გვერდები, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა. გამოსავალი რა არის? ახლა მიდის საინფორმაციო ომი და ნაციონალები თავის დაქალებიან ძმაკაცქალებიანად, დასცინიან და ხარობენ, ჰოდა, ეს ომია მოსაგები, მოიძიეთ ბევრი კომპეტენტური ადამიანი და არა ისეთები, ფეისბუქზე ამინებს რომ წერენ ყველაფერზე, ამოარჩიეთ ის გვერდები, რომლებიც მიგაჩნიათ, რომ საზიანოა, გაასაჩივრეთ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა და მიზანიც მიღწეული იქნება” – წერს ლევან გობრონიძე.