არეულობა გაგრაში - მოქალაქეები ე.წ. მერიის შენობაში შეიჭრნენ

არეულობა გაგრაში - მოქალაქეები ე.წ. მერიის შენობაში შეიჭრნენ

ოკუპირებულ გაგრაში, მერიის წინ შეკრებილი მოქალაქეები შენობაში შეიწრნენ და ფიზიკური დაპირისპირების ეპიცენტრმა დერეფნებში გადაინაცვლა.

ვიდეოში ჩანს, როგორ გაარღვიეს მოქალაქეებმა კორდონი და დერეფანში, კაბინეტების მიმართულებით გაიქცნენ.

გაგრელების უკმაყოფილება რაულ ხაჯიმბას მიერ გაგრის ახალი მერის დანიშვნას მოჰყვა: თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ამ პოსტზე ასტამურ ქეცბა წარადგინა, რასაც ადგილობრივთა უკმაყოფილება მოჰყვა.