ვახტანგ ძაბირაძე: გიორგი კვირიკაშვილი ამ ეტაპზე პოლიტიკურ ბატალიაში მონაწილეობას არ მიიღებს  

ვახტანგ ძაბირაძე: გიორგი კვირიკაშვილი ამ ეტაპზე პოლიტიკურ ბატალიაში მონაწილეობას არ მიიღებს  

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბრიაძე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდება. ამასთან, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გიორგი კვირიკაშვილის ნაცვლად, პოლიტიკაში სხვა ყოფილი პოლიტიკოსები გამოჩნდებიან.

“როგორც ვიცი, გიორგი კვირიკაშვილი უარს ამბობს პოლიტიკაში ჩართვაზე.  ჩემი აზრით, ის ამ ეტაპზე პოლიტიკურ ბატალიაში მონაწილეობას არ მიიღებს.  ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები. მომავალში შესაძლოა, პოლიტიკურ  ფლანგზე ვიხილოთ ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკაში არ გამოჩენილან“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსნებთ, პარტია “ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, “თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას დააპირებს, ჩვენ მას დაველაპარაკებით“.