გელა კურტანიძე: აჰა, შეიქმნა იგი - პოლიტიკური ოქსიმორონი, იგივე

გელა კურტანიძე: აჰა, შეიქმნა იგი - პოლიტიკური ოქსიმორონი, იგივე "ლელო": ჭრელების კავშირი,.....

ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:

როგორ შეიძლება ამჟამინდელი, სრულიად ამორტიზირებული პოლიტიკური სპექტრის შემხედვარეს ახალი პარტიის შექმნა არ გაგიხარდეს?!

და აჰა, შეიქმნა იგი - პოლიტიკური ოქსიმორონი, იგივე "ლელო": ჭრელების კავშირი, რომელიც აერთიანებს მემარჯვენეებს, მემარცხენეებს, ცენტრისტებს, ლიბერალებს, კონსერვატორებს... ძველებს და ახლებს, უკვე გაცვეთილ სახეებს და გაცვეთილ სახეებად დაბადებულებს..

თუმცა ეს ხომ უკვე გავლილი და მრავალჯერ ნანახი გვაქვს: წესით უკვე მშვენივრად უნდა ვიცოდეთ, რა აკავშირებს ყველა ხსენებულ "მიმდინარეობებს": ხელისუფლებაში მოხვედრის დაუძლეველი სურვილი..

უფრო მართალი ვიქნები, თუ პირდაპირ ვიტყვი: სხვის ხარჯზე საკუთარი ცხოვრების საკუთარ გემოზე მოწყობის სურვილი

შემთხვევით მაინც ხომ შეიძლებოდა ამ გაერთიანებაში მოხვედრილიყო თუნდაც ერთი ვინმე, ერთი "პერსონა გრატა", რომელიც სულ ოდნავ მაინც იმსახურებს ნდობას

ეჰ, ჯერ კიდევ როდის ამბობდა აკაკი მსგავს ლელოელზე:

"ფარისეველო, გაუტანელო,

სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო,

ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო,

რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო."

Gami უტრაკოების, გადაგდებულების, ნახმარების, გაცვეთლების და ა.შ. კავშირი! ჩიხრაძე და კაციტაძე არ დაგეკარგოთ! ამ ხაზარაძემ, მოციქულები უნდა შევკრიბოო და , ამის მაგივრად ჭინკები და ჯოჯოები მოაქუჩა! აუ, რა სირია! ამ ჯაფარიძეს მაინც გაანებოს თავი, შეარგოს მისი წილი "ნაშოვნი" ფული!
5 წლის უკან
სოციალისტი დაისვა მუქთახორები კისერზე!
5 წლის უკან