გთავაზობთ იურისტ სოფია ხორგუანის FACEBOOK – პოსტს:
“რევულუციის დამანონსებლებისთვის ორ ამბავს მოვყვები, განსხვავებულს ერთმანეთისგან.
ერთი ყმაწვილი შემხვდა ორი დღის წინ, აქტივისტი იყო, ნათელი ახალგაზრდები რომ არიან, ისეთი. სკოლაში დავიწყე მუშაობა, ამ რეფორმის მერე ბევრი ადგილი გაჩნდა, ისე მომწონს ბავშვებთან მუშაობა და არსად წასვლას არ ვაპირებო
და მეორე, ნაცმოს დროს ჩინოსანი იყო, ახლა ღვინის მაღაზია გახსნა. აქციებმა მაზარალეს, რა წაიღეს ტვინი, გვაცალონ საქმის კეთებაო.
ჰოდა, იმის თქმა მინდა, ამ ქვეყანაში ადამიანებს მშვიდობა სჭირდებათ, ჯეროვანი მმართველობა და საქმე. და ვინც ამას შესთავაზებს, იმას დაუჭერენ მხარს” – წერს ხორგუანი სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარში კი დასძენს: – “ცხადია, არ იქნება სამართალი და არ იქნება მშვიდობა”