ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"Cui prodest?" - ე.ი. "ვის აწყობდა?" კითხულობდნენ ხოლმე ძველი ლათინები, რათა გაერკვიათ ამა თუ იმ, არასასურველი ან უარესიც - დანაშაულებრივი მოვლენისა თუ ქმედების გამომწვევი მიზეზი და მისი უჩინარი, ფარულად მოქმედი დამნაშავე ავტორიც.
დღესაც, როცა ფეისბუქმა "ოცნებასთან" ვითომ დაკავშირებული "ტროლები და ბოტები" იპოვა და გათიშა, სწორედ ეს კითხვა უნდა დავსვათ - "ვის აწყობდა?"
ნუთუ "ოცნება" იმდენად ბრიყვია, რომ ტროლები და ბოტები სჭირდება საკუთარი სიმართლის და კანონიერი ინტერესების დასაცავად ან თუნდაც მიკერძოებული პარტიული პროპაგანდისთვის?!
დაუშვათ და ასეა. მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ნაცებისა და მათი დეზინფორმაციის საშუალებების მიერ უკვე გამარჯვების ყიჟინა ლამის ცასა სწვდება?! ასე მაგალითად:
ნაცისტური და ნაყაჩაღარი საიტი "პრესა.გე", რომელიც აქტიურად არის ჩართული უბინძურეს საინფორმაციო ომში და განსაკუთრებით უტიფარი დეზინფორმაციით ყოველთვის გამოირჩევა, წერს: "ფეისბუქის ადმინისტრაციის გამოძიებით, ეს გვერდები და ბერას სახელთან დაკავშირებული სარეკლამო კომპანია "პანდა" ასევე დაკავებულნი იყვნენ ერთი მხრივ, ანტი ამერიკული პროპაგანდის გაღვივებითა და მეორე მხრივ, პრორუსული პოლიტიკის გატარებით."
აი, სწორედ ეს გამაოგნებელი უტიფრობა, რომ ბერა , ე.ი. ბიძინაც, თურმე "დაკავებულნი იყვნენ ანტი-ამერიკული პროპაგანდის გაღვივებითა და მეორე მხრივ, პროპრუსული პოლიტიკის გატარებით" - აშკარად მიანიშნებს, სად არის ძაღლის თავი დამარხული და სრულიად ნათელია, ვის აწყობდა მთელი ეს "ტროლების სკანდალი"!
დიდი ალბათობით, აქაც დივერსიისა და საბოტაჟის კვალია, რომელსაც იმ ბოროტმოქმედ ძალასთან მივყავართ, ვინც არა მხოლოდ "ოცნებას", არამედ სახელმწიფოსა და ქვეყანას წესების გარეშე ებრძვის და არც ერთ აკრძალულ ხერხს არ ერიდება;
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტროლები და ბოტებიც მათივე შექმნილია!
ესეც კიდევ ერთი აშკარა საბუთია, რომ ქვეყანაში ფაქტიურად - "ჰიბრიდული სამოქალაქო ომია" გაჩაღებული.
"ჰიბრიდული", ისევე, როგორც "კლასიკური" ომი, სახელმწიფოს წყობიდან გამოყვანის ანდა სულაც განადგურების გზით მთელს ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად. თუმცა, "ჰიბრიდული" ომისას, მტერიც და მისი საბრძოლო მეთოდებიც აშკარა კი არ არის, არამედ ყოველთვის შენიღბულია, მტრული მოქმედების კვალი საგულდაგულოდ არეულია, დეზინფორმაცია ინფორმაციად საღდება და პირიქით, ისევე როგორც -მარცხი გამარჯვებად და გამარჯვება მარცხად!
ამიტომ, ასეთ ომში რომ არ დავმარცხდეთ, უარესიც - მტერ-მოყვარე ერთი მეორეში არ აგვერიოს და საზარბაზნე ხორცად არ ვიქცეთ, ყოველთვის უნდა ვიკითხოთ : "Cui prodest?"
ხშირად "ჰიბრიდულ" მტერს სწორედ უტიფრობა ამხელს და ღუპავს. "პრესა გე" და ნაცობა ამის კლასიკური მაგალითია!
ნაცები რა ჩარუმ ჩათლახები და ქვეყნის მტრებიც არიან ყველამ ძააან კარგად ვიცით....... მაგრამ ესენი რომ აბსოლიტურად ყოველმხრივ დებილები არიან, ვერ ხედააააააავ??
ან იმათი პიდარასტობა, ამათ გამოაყოჩაღეეეეეეებს??
მეტი არ იყოს საქართველოს მტერი, რაც ამათ რამე ეშველოთ ...
ისევ ჩვენი საშველია ეს საქართველო........ ხელისუფლება მარტო თავდაცვაზეა გადასული.................რა შიგნიდან .....რა გარედან, ამ დებილებს ყოველი მხრიდან რომ სინქრონში უტევენ........ვერა ხედავ??? ესენი კიდევ ........დათვს თავში ურტყამდნენ და ..... ეს რა ბრაგიბრუგიაო....
ესენი ..მარტო ბოდიშს, ბოდიშზე იხდიან......... რატომ, რატომ ????
გეუბნები ესენი შარს გადაგვკიდებენ,.... შარს