დავით უსუფაშვილი: გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად - ვიპოვეთ ის ხალხი, რომლებსაც ველოდით და ვეძებდით 2 წლის განმავლობაში

დავით უსუფაშვილი: გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად - ვიპოვეთ ის ხალხი, რომლებსაც ველოდით და ვეძებდით 2 წლის განმავლობაში

ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად, - ამის შესახებ „შენების“ მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, „შენების მოძრაობამ“ „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეების“ და სხვა მოქალაქეების სახით იპოვა ის ხალხი, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში ეძებდა.

„შენების მოძრაობა“ გააგრძელებს არსებობას, როგორც საზოგადოებრივი გაერთიანება. ჩვენ გვქონდა ძალიან ხმამაღლა გაცხადებული, რომ ვართ მოსურნე სერიოზული პოლიტიკური ძალის თანადამფუძნებლობის და დღეს სწორედ ეს მოვლენაა. „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეების“, სხვა მოქალაქეების სახით ჩვენ ვიპოვეთ ის ხალხი, რომლებსაც ველოდით და ვეძებდით 2 წლის განმავლობაში. თავად „შენების მოძრაობა“ გაიზარდა და სერიოზულადაა წარმოდგენილი, რამდენიმე ასეული ჩვენგანი. ასე რომ, ჩვენ ერთ ორგანიზაციად გაერთიანებული გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად და სწორ გზაზე დასაყენებლად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

Katana . ვაა!.. 2 წელი ეძება, თურმე და... უპოვია "ახალი მემარჯვენეები"!
აი, რა არის იღბალი!
5 წლის უკან
Katana . ასე ძალიან, მგონი, შლიმანს არ გახარებია, ტროა რომ იპოვა :)
5 წლის უკან
სოციალისტი ჩიხში რატომ ვართ? დავით იქნება თქვენ ხართ ჩიხში და ამიტომ გეჩვენება? ღმერთმა დაგვიფაროს პრპორციული წესით ჩატარებული არჩევნებისგან!!! ახლა რა დღეში ვყავართ და მერე რა გაუძლებს ამ პარაზიტი, მუცლითმეზღაპრე პარტიული ფუნქციონერების აღვირახსნილ პარპაშს?!
5 წლის უკან
tngh ბ-ნო დავით!!! 1989 წლის 11 აპრილს სკკპ-ს კარი, რომ შეაღე, იქ ვერ შეამჩნიე ეს "დიდებული" ხალხი??? როგორი გულმავიწყი ყოფილხართ, მიკვირს თქვენგან.
5 წლის უკან
tngh ბ-ნო დავით!!! 1989 წლის 11 აპრილს სკკპ-ს კარი, რომ შეაღე, იქ ვერ შეამჩნიე ეს "დიდებული" ხალხი??? როგორი გულმავიწყი ყოფილხართ, მიკვირს თქვენგან.
5 წლის უკან