ხუნდაძე Facebook-ის გამოძიებაზე: ჭორის დონეზე გასულ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

ხუნდაძე Facebook-ის გამოძიებაზე: ჭორის დონეზე გასულ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე „ჭორს“ უწოდებს კომპანია „ფეისბუკის“ მიერ გავრცელებული გამოძიების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დეზინფორმაციულ კამპანიას „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდები ახორციელებდნენ.

„ჭორის დონეზე გასულ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - ასე უპასუხა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.