ჟურნალისტ ნანა გაგუას პოსტი 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით:
“გონება მოვიკრიბოთ! გთხოვთ! ბავშვებს სუიციდს უფროსებისათვის, ცხოვრებისა და ოჯახისათვის სამაგიეროს გადახდის ”გზად და ბილიკად” და გამოსავალად ნუ დავუსახავთ ამდენი წერითა და საუბრებით! შოკი იყო წუხელ – დღეს შეძლებისდაგვარად დავცხრეთ,…..(კი არ დავივიწყოთ, არამედ დავცხრეთ შეძლებისდაგვარად).
ღრუბელივითაა ბავშვი! ყველაფერს ისრუტავს და შემდეგ რას და როგორ შემოგვიბრუნებს ბუმერანგად, არავინ ვიცით! დავზოგოთ მოზარდების მოუმწიფარი ფსიქიკა და ლაბილური მენტალობა! ნუ, ნუ, გადავაჭარბებთ! ნუ ”ავუხსნით” დაწვრილებით, რა დაუნდობელი გამოსავალია სუიციდი! ნუუ, ნუუ… მოვკეტოთ! კმარა! უმკაცრესად დაისაჯოს ყველა არამზადა, ვინც ხელი გაითხვარა ტრაგედიაში, მაგრამ დავზოგოთ სხვა მოზარდები, დანარჩენნი, მათ ხომ ცხოვრება უნდა გაიარონ თავისი აღმართ-დარმართებით! არ ვიცი, რამდენად სწორად გადმოვეცი ჩემი სათქმელი… და თუ შემეშალა, მომიტევეთ ….” – წერს ნანა გაგუა.