ბონდო მძინარაშვილი: ეს ტრაგედია არ არის ერთი ოჯახის, ერთი სკოლის ტრაგედია, ეს მთელი თაობის, უფრო მეტიც, თაობების ტრაგედიაა!

ბონდო მძინარაშვილი: ეს ტრაგედია არ არის ერთი ოჯახის, ერთი სკოლის ტრაგედია, ეს მთელი თაობის, უფრო მეტიც, თაობების ტრაგედიაა!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

მთელი განათლების სისტემა კვლავაც ნაცსექტის ხელშია, გველების ბუდეები აქვთ მოწყობილი და ახლაც ნაცსექტა შეეცდება, ქულები დაიწეროს ამ ტრაგედიით!

აი, ეს იცის კოჰაბიტაციამ! როგორც ჩვენ გვეკადრება, ხო?! ჩვენ კულტურას როგორც ეკადრება, ხო?! და რომ არ გამოდის?! რა ვქნათ, როცა კულტურულად არ ესმით?!

ხელი მაინც მოკიდეთ, იქნებ ბომბს გიდობენ?! ჰო, ბომბს! სხვას ნურაფერს იფიქრებთ! როცა მიხვდებით, ის ბომბიც აფეთქდება! თქვენ რომ არ გეკადრებათ, ისე აფეთქდება, - უკულტუროდ! და უკულტუროდ გაგანადგურებენ!

P.S. ყველას მოგიწოდებთ, უპირველესად კი პოლიტიკოსებს:

თავი დაანებეთ ამ თემით სპეკულაციას!

ამ ტრაგედიამ უნდა გამოგვიყვანოს ჩიხიდან, რომელშიც გავიჭედეთ და თუ გონივრულად არ მოვიქცევით, მომავლშიც არაერთი უბედურების გადატანა მოგვიწევს!

ახლა იმაზე ვიფიქროთ, რომელი შეცდომის გამოსწორებით დავიწყოთ!

ეს ტრაგედია არ არის ერთი ოჯახის, ერთი სკოლის ტრაგედია, ეს მთელი თაობის, უფრო მეტიც, თაობების ტრაგედიაა!

სოციალური უთანასწორობა ყოველთვის თავის დაღს ასვამს ყველა თაობას. მაგრამ თუ ამას საზოგადოების სისასტიკე და გულგრილობაც ემატება სახელმწიფოს უსუსურობასთან ერთად, ტრაგედიების მთელი ჯაჭვი იქმნება. ამაზე ვიფიქროთ!

 

შაქრო ძალიან კარგი პოსტია. საჭიროა სხვა სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. ბენდუქიანიზმი უნდა მორჩეს.
5 წლის უკან