„2020NEWS“ დღეს დილას წერდა, რომ პატრიარქთან მიმდინარეობდა მსჯელობა, 15 წლის მოზარდისთვის ქრისტიანული წესის აგების თაობაზე. ჩვენ, ამის შესახებ, კითხვა დილასვე დავუსვით საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, მამა ანდრია ჯაღმაიძესაც. დღის ბოლოსკენ ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ლუკა სირაძისთვის წესის აგების პროცესი არ დაბრკოლდება.
ხოლო, როგორც სააგენტოს მამა პეტრე კოლხმა განუცხადა, პატრიარქის ნებართვის გარეშე თვითმკვლელი მოზარდისთვის წესის აგებას ვერცერთი მამაო გაბედავდა.
ფაქტია, „2020NEWS“ -ის ინფორმაცია გამართლდა, დღეს პატრიარქთან ნამდვილად მიმდინარეობდა მსჯელობა ლუკას თაობაზე და პირადად პატრიარქმა მიიღო მისთვის ქრისტიანული წესის აგების გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ერთი კვირის წინ გადახტა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციის განყოფილებაში სავარაუდოდ მძიმე დაკითხვა და მუქარა. სამართვალდამცველებთან ბავშვი "მწვანე სკოლის" კედელზე გაკეთებული წარწერების გამო მოვხდა.
15 წლის გარდაცვლილ მოზარდზე იძულებით ჩვენების მიცემისთვის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.