ნიკა გვარამია: 15 წლის ლუკას ტრაგედიის პოლიტიკური სტერილიზაცია აბსურდული მოთხოვნაა

ნიკა გვარამია: 15 წლის ლუკას ტრაგედიის პოლიტიკური სტერილიზაცია აბსურდული მოთხოვნაა

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გვარამიას თქმით, ტრაგედიის პოლიტიკური სტერილიზაცია, აბსურდული მოთხოვნაა.

„15 წლის ლუკა სირაძის ტრაგედიის პოლიტიკური სტერილიზაცია არის აბსურდული მოთხოვნა, უკეთეს შემთხვევაში და მკვლელი სისტემის მსახურება, უარეს შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სისტემის წისქვილზე ასხამს წყალს.

ლუკას ტრაგედიიდან მთავარი დასკვნა ისაა, რომ სისტემა მოძალადე და მკვლელია და აუცილებელია მისი ფორმალური დეკონსტრუქცია და საკადრო შინაარსის შეცვლა. ეს ლეგიტიმური და მკაფიოდ პოლიტიკური მიზნებია და როგორ შეიძლება მისი მიღწევა აპოლიტიკურ-ფილოსოფიურ-ვიშვიშა დისკურსით, გაურკვეველია.

ეს არაა მოზარდის თვითმკვლელობის იზოლირებული შემთხვევა, ძვირფასო კვალიფიციურო თუ "კვალიფიციურო" ექსპერტ-სპეციალისტებო. გამოდით ქრესტომატიებიდან და, გაიდლაინების კითხვა-ტირაჟირების გარდა, კიდევ რამეს თუ დაუთმობთ დროს, მიხვდებით, რომ ესაა სისტემის მიერ ჩადენილი მკვლელობა - როგორც ზოგადად ძალადობრივი, გაუნათლებელი და ღარიბი, სუიციდალური გარემოს შექმნის, ასევე, კონკრეტულ შემთხვევაში, სუიციდამდე მიყვანის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრიობის თვლასაზრისით, ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ძალადობის არალეგიტიმური გამოყენების გამო.

რაც შეეხება  #ამცხოვრებისდედა, არაფრის არც მოწოდებაა, არც შეფასება. უმძიმესი სისტემური დანაშაულის ამსახველი ციტატაა, რომლითაც ეს ტრაგედია შევა ქვეყნის ისტორიაში. მეხსიერებიდან კი არ უნდა ამოვშალოთ, პირიქით, ყველგან უნდა ვწეროთ და სისტემის წინააღმდეგ სამართლიანი ბრაზი გავაღვივოთ, იმის მუდმივი შეხსენებით, რომ სისტემა კლავს და იგი უნდა დაინგრეს“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

სოციალისტი ნამდვილად აბსურდია! თქვენ, უზრდელებმა და უნამუსოებმა უნდა ისარგებლოთ ამ ტრაგედიით, პოლიტიკური შედეგები უნდა მიიღოთ! აბა ჰე, დაფაცურდით!
5 წლის უკან