თამარ ჩერგოლეიშვილი : “ამ ცხოვრების დედაცო” – ბავშვმა დაიძახა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ჩვენ რატომ ვუდასტურებთ?

თამარ ჩერგოლეიშვილი : “ამ ცხოვრების დედაცო” – ბავშვმა დაიძახა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ჩვენ რატომ ვუდასტურებთ?

მედიაგამოცემა “ტაბულა”-ს დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 15 წლისნ ლუკა სირაძის თვითმკვლეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“ჩვენ, დიდებს – დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს – განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს. არ შეიძლება ასეთი სასოწარკვეთა, როდესაც ამდენი მოზარდი გვიყურებს. პასუხისმგებლობით მოვიქცეთ.

“ამ ცხოვრების დედაცო” – ბავშვმა დაიძახა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ჩვენ რატომ ვუდასტურებთ? ჩვენი საფიქრალი დღეს ის უნდა იყოს, როგორ ავუხსნათ მოზარდებს, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ არაფერი ცხოვრებაზე უკეთესი ადამიანებს არ გვერგება და სირთულეებს უნდა გავუმკლავდეთ. შედეგებზე ვიფიქროთ! შეწყვიტეთ უიმედობის თესვა – პასუხისმგებლობა გვაქვს!”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სოციალისტი კარგია პასუხისმგებლობაზე რომ ალაპარაკდი! თუ გადახედავ ძირითად ფასეულობებს რომლითაც აქამდე იცხოვრე, გულით მოინანიებ და მიხვალ ქრისტესთან, მის მოწყალებას საზღვარი არ აქვს და მიგეტევება!
5 წლის უკან