დეკანოზი თამაზ ლომიძე:

დეკანოზი თამაზ ლომიძე: "მილიონერ პარლამენტარებს და მდიდრებს ღმერთი და სახარება მეტად რომ სწამდეთ, რამდენი ბავშვი გადარჩებოდა"

 

დეკანოზი თამაზ ლომიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც იგი ეხმაურება პოლიციის ზეწოლის შედეგად 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს.

„საქართველოს მილიონერ პარლამენტარებს და მდიდრებს ღმერთი და სახარება მეტად რომ სწამდეთ, რამდენი ბავშვი გადარჩებოდა, გაიხარებდა და ბედნიერად იცხოვრებდა ამ ქვეყანაში; რომ წაეკითხათ ახალ აღთქმაში პავლე მოციქულის ეს სიტყვები და მართლა ერწმუნათ: - "ამ ქვეყნის მდიდრებს კი ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ; რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი, და იუნჯებდნენ

კეთილ საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა მიაღწიონ მარადიულ სიცოცხლეს." (1 ტიმ. 6, 17-19)

ნუ ქედმაღლობენ,

ქვემოქმედებდნენ,

კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ,

გულუხვნი იყვნენ,

ხელგაშლილნი,

და ზეცაში აგროვებდნენ სიმდიდრესო" ,- განაცხადა სასულიერო პირმა საკუთარ FACEBOOK გვერდზე.